Saturday, April 5, 2014

საკლასო აქტივობები

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

    მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ აბრეშუმის მუზეუმს, სადაც ინახება აბრეშუმის პარკის დიდი კოლექცია, რომელიც შეიცავს 5 ათასზე მეტი ჯიშისა და ვარიაციის ნიმუშებს.
     აბრეშუმის გარდა, მუზეუმში დაცულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ძაფის ნიმუშები, როგორიცაა: ბამბა, სელი, ჯუტი, კანაფი, ფინიკის პალმა, აგავა. ასევ მცენარეული, ცხოველური, მინერალური და ქიმიური საღებავები სხვადასხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან. 



















                               ლიტერატურულ კაფეში- ''წიგნი ჩემი მეგობარია''

17 აპრილს ჩატარდა სასწავლო–შემეცნებითი ვიზიტი წიგნის მაღაზია BookCafe-ში, თემაზე: ,,წიგნი ჩემი თანამგზავრი და მეგობარია". წიგნის მაღაზიის მასპინძელი, ქალბატონი ლია შალვაშვილი, ესაუბრა მოსწავლეებს როგორ გამოიგონეს ქაღალდი, რაზე წერდნენ ქაღალდის გამოგონებამდე, რამდენი შრომა ჭირდება წიგნის დამზადებას, როგორ ავადმყოფობს წიგნი და როგორ უნდა მოვუაროთ მას, როდის აღინიშნება წიგნის დღე. საუბრის ბოლოს ერთად შეიმუშავეს წიგნით სარგებლობის წესები. 
მოსწავლებმა აირჩიეს მათთვის სასურველი წიგნები, დაათვალიერეს, წაიკითხეს და გამოთქვეს საკუთარი აზრი თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის წიგნი.
წიგნის მაღაზიის მასპინძელი მათ ნამცხვრებით და ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. დასასრულს მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის მაღაზიის მასპინძელს გულთბილი მასპინძლობისათვის.








მათემატიკური კვირეული

       სკოლაში ჩატარებულ მათემატიკურ კვირეულში ჩვენმა კლასმაც მიიღო მონაწილეობა: ბავშვებმა აღნიშნულ თემაზე მოაწყვეს ნახატების გამოფენა, გამოუშვეს კედლის გაზეთი და წარმოადგინეს სპექტაკლი ''რიცხვებზე და ფიგურებზე''. ეს სპექტაკლი გავიტანეთ 8 აპილს ჩატარებულ სასკოლო კონფერენციაზეც. დირექციამ კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დააჯილდოვა კლასი და პედაგოგი.





 

 


 



 


 


 





No comments:

Post a Comment