Friday, April 4, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა

სკოლა:  მე-60
კლასი:  I
საკონტაქტო ინფორმაცია: ნათია კორკოტაშვილი
ინტეგრირებული გაკვეთილი: ქართული,მათემატიკა,ბუნება, მუსიკა
თარიღი: 19.02.2014
გაკვეთილის გეგმა
კ.გოგიშვილის ‘’ დათუნა და ბაჭია’’
სწავლების საფეხური
I საფეხური. Iკლასი.
მოსწავლეთა პროფილი
27 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ როგორი უნდა უნდა იყოს მეგობარი,შეაფასონ თავიანთი თავი როგორც მეგობარი.დაინახონ უარყოფითი მხარე.დაეხმარონ მეგობარს ამ ნაკლის აღმოფხვრაში.
·         ტექსტი დაამუშავონ გრამატიკულად.
მიზნები და შედეგები
·         ლექსიკაზე მუშაობა:მოსწავლე იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·          მოთხრობის შინაარსის გაგება-გაანალიზება.მოსწავლე პასუხობს დასმულ კითხვებს და აანალიზებს მის შინაარსს.
·         უარყოფითი პიროვნული თვისებების დაგმობა: მოსწავლე ასაბუთებს უარყოფით და დადებით მხარეებს.ჭრის პრობლემებს.
·         სიტყვით ბგერით შედგენილობაზე დაკვირვება.მოსწავლე გამოარჩევს წინადადებაში სიტყვებს,მარცვლებს, ხმოვან და თანხმოვან ასო-ბგერებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რომ მეგობარს გასაჭირში უნდა დაეხმარონ.იციან შინაური და გარეული ცხოველები.სად ბინადრობენ ისინი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი,დაფა და ცარცი,ვენის დიაგრამა.




გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
A ფაზა: (5წთ)
·         დღეს არის 19 თებერვალი. თებერვალი წელიწადის რომელი დროა?
·         როგორია ბუნება ზამთარში?
·         რას აკეთებენ ცხოველები და ფრინველები ამ დროს?
·         რომელი ფრინველები რჩებიან ზამთარში ჩვენთან და არ მიფრინავენ თილ ქვეყნებში?
·         რომელი ცხოველები ეძლევიან ზამთრის ძილს?

   B ფაზა: (35წთ)
   ვიწყებ გაკვეთილის გამოკითხვას. ლექსით ‘’თებერვალო, თებერვალო’’
ამის შემდეგ ვსვამ კითხვებს ლექსიდან:
·         რომელ თვეებს უწოდებს თებერვალი დობილებს?
·         რამ გაუხალისა თებერვალს გული?
·         რა ხდება გაზაფხულზე?
·         რას აკეთებენ ამ დროს ფრინველები და ცხოველები?

ვკითხულობ გამოცანებს:
ბაჯბაჯით დადის მიწაზე
თაფლის მსუნაგად ითვლება,
პანტას მანამდე მიირთმევს,
სანამ არ დაითვრება.
უღრან ტყეში მცხოვრები,
სახით მკაცრი და პირქუში,
ზამთარში არ იყინება
გახვეულია თბილ ქურქში. (დათვი)

მინდვრად რწყილივით დახტოდა
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მოემატაო. (კურდღელი)

·         სად გვინახავს დათვი?
·         სად გვინახავს კურდღელი?
·         კიდევ სად შეიძლება ვნახოთ ცხოველები?
·         თქვენ რომელ ცხოველებთან მეგობრობთ?
    მწერლები და პოეტები ხშირად წერენ ლექსებს და მოთხრობებს ფრინველებზე და ცხოველებზე, ეს იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები.
    სწორედ ამიტომ კ.გოგიშვილმა დაგვიწერა მოთხრობა ‘’დათუნია და ბაჭია’’, რომელიც დღეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ. მაგრამ ეს მოთხრობა წერია დიდ წიგნში. (ვაჩვენებ დიდ წიგნს) მოდით აბა შევადაროთ ეს წიგნი თქვენს წიგნს. (ბავშვები ადარებენ: ერთი დიდია მეორე-პატარა, ერთი სქელია მეორე -თხელი, ერთში ბევრი ფურცელია, მეორეში-ცოტა და ითვლიან ფურცლების რაოდენობებს)
   ამის შემდეგ ვუხსნი რომ წიგნს აქვს ყდა, აქვს სარჩევი, ჰყავს ავტორი და მხატვარი. წიგნის მხატვარს ილუსტრატორი ჰქვია, ხოლო ნახატებს, რომლებიც წიგნშია მოცემული ილუსტრაცია ჰქვია. აი მაგალითად: ჩვენი დიდი წიგნის ავტორია: კ.გოგიშვილი, ვინც მოთხრობა დაწერა, ნახატები ანუ ილუსტრაცია ჩემია, მე დავხატე.
    ამის შემდეგ ბავშვები აკვირდებიან ყდას და ვიყენებ აქტივობას ‘’გასეირნება ილუსტრაციებში’’ ანუ ნახატებზე დაკვირვებით  გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რაზეა ეს მოთხრობა. ამის შემდეგ ვკითხულობ ტექსტს ხმამაღლა და გამომეტყველებით. ვიყენებ ‘’პაუზებით კითხვის მეთოდ’’-ს და ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდს შემდეგი პაუზამდე. თან განვმარტავთ უცხო სიტყვებს.
  

 ტექსტის დამთავრების შემდეგ კი ვსვამ კითხვებს ტექსტიდან.
·         რა გადაწყვიტა დათვმა და კურდღელმა?
·         როგორი მეზობლები ყოფილან ისინი?
·         როგორ მიეხმარა ბაჭია მშობლებს? და როგორ მიეხმარა დათუნია?
·         მაშ, ამ მოთხრობის მიხედვით როგორია დათუნია და როგორია ბაჭია? (ვიყენებ ვენის დიაგრამას)

ბაჭია                                                        დათუნია
 





    განტვირთვისათვის ბავშვები ასრულებენ სიმღერას ‘’დათუნიაზე’’ და ვამბობთ ლექსებს დათუნიასა და ბაჭიაზე.
  C ფაზა: (3წთ)
     ამის შემდეგ ვკითხულობთ ერთად. შემდეგ  კითხულობენ ჯერ ბიჭები, შემდეგ გოგონები. ბოლოს კი ინდივიდუალურად ვთხოვ ბავშვებს ამოიკითხონ ესა თუ ის სიტყვა.

შეფასების საგანი და პროცედურები (1წთ)
შეფასებისას ვიყენებ სტიკერებს და სიტყვიერ კომენტარს
დავალება (1წთ)
წიგნში გვ. 85-ზე ბადეში გამოწერილი ასო-ბგერა ‘’წ’’ გამოწერონ რვეულში 2 ხაზი და წინადადება ‘’ნინომ წიგნი წაიკითხა 1 ხაზი’’
  ასევე დახატონ ფუტკრებით დაკბენილი დათუნია.



No comments:

Post a Comment