Saturday, April 5, 2014

პროექტი გაკვეთილები

                                                        პროექტი ''ყვავილები''
1.პროექტის სახელწოდება-,, ყვავილები"
2.პროექტის მთავარი იდეა- ბავშვებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ ყვავილის შესახებ და გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები;

3.პროექტის აქტუალობა- ყვავილებზე  ინფორმაციის მოძიება,ესთეტიკური სილამაზის აღქმის განვითარება.
4.პროექტის მიზნები-ახალი ინფორმაციის მოძიება, დამოუკიდებელი და ჯგუფური უნარჩვევების განვითარება.ბუნებაში გასვლა და ყვავილებზე დაკვირვებით სილამაზის აღქმა.
5.მონაილეთა ასაკი-9-10 წელი.
6.ვადები და ხანგრძლივობა-1 თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეისწავლიან  ყვავილებს გაარჩევენ მახასიათებლების მიხედვით. დაამზადებენ ყვავილებ აპლიკაციებს , ნახატებს, ნაძერწებს, ჰერბარიუმებს. შეისწავლიან ლექსებს, მოთხრობებს, ლეგენდებს .მოამზადებენ  გამოფენას და სპექტაკლს ‘’ციცქნა იას დღეობა’’.
8.რესურსები-ინტერნეტი .ბიბლიოთეკა,ფოტოაპარატი და აშ.
9.პროექტის მსვლელობა-მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად. ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება. მსჯელობა. ნახატებისაპლიკაციებისნაძერწებისჰერბარიუმების  დამზადება გამოფენა.ბუნებაში გასვლა დაკვირვება. პრეზენტაციების მოწყობა. ინსცენირება ,,ციცქნა იას დღეობა’’.
 
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულგეგმასთან კავშირი;-ბუნება, ქართული, საინფორმაციო ტექნოლოგიები.



პროექტი ''ჩემი სამშობლო''
1. პროექტის სახელი: ჩემი სამშობლო
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ბავშვები ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას საქართველოს კუთხეებზე.
3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვები  თითოეული კუთხის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, კულტურულ ტრადიციებს, ჩაცმულობას, საკვებს, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, აკეთებენ ჩანაწერებს თითოეულ კუთხეზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: ასაკი: 8-9წ. კლასები: მე-3

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საქართველოს კუთხეებზე მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, ბლოგის შექმნა, ნამუშევრის განთავსება.
7. მოსალოდნელი პროდუქტები/შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: სურათები საქართველოს კუთხეებზე და მის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ჟურნალ-გაზეთის, ბლოგის და სლაიდის, წიგნის და რუკის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს კუთხეებზე, მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი, გვარი: ნათია კორკოტაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natia.korkotashvili@gmail.com
14. პროექტის ფასილიტატორის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natiakorkotashvili60.blogspot.com/2014/04/blog-post_2895.html

სასწავლო პროექტის ''ჩემი სამშობლო''-ს გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნათია კორკოტაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქ.თბილისი
სკოლა
სსიპ. ქალაქ თბილისის N 60 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ჩემი საქართველო
პროექტის შინაარსი

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შექმნიან კედლის გაზეთს, გაეცნობიან და შეექმნებათ არმოდგენა საქართველოს ყველა კუთხის მდებარეობის, ადათ-წესების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, კულტურის, მითების, ლეგენდების, სუფრის და სიმღერის შესახებ; ისინი იმუშავებენ როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად ეს ყველაფერი კი დაეხმარებათ მათ ინტელექტუალურ,განვითარებაში,გამოუმუშავდებათ კვლევე-ძიების, ჯგუფური მუშაობის და ინფორმაციის მოძიებისა და მისი სათანადო გამოყენების უნარ- ჩვევები.

საგანი/საგნები
ბუნება, ქართული
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური -III კლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ასახელებს წყლისა (მაგ., ტბა, მდინარე) და ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე) ობიექტების მაგალითებ და განასხვავებს მათ;
·        მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს;
·        განსაზღვრავს საკუთარი საცხოვრებლის ან სკოლის მდებარეობას ნიშანდობლივი გეოგრაფიული ობიექტების (მაგ., მდინარე, მთა, ხევი) მიმართ; 
·        გამოკითხვით მოიძიებს ინფორმაციას (მაგ., ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და საგვარეულო თქმულება) ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით.

ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახასიათებს  მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი, ცისარტყელა) და აღწერს მათ;

ბუნ.III.11. მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს;
·           ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ (მაგ., ტყე, ველი) და ხელოვნურ (მაგ., პარკი, ბოსტანი, ზოოპარკი, აკვარიუმი, ტერარიუმი) საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებურებებზე;
·           ჩამოთვლის მაგალითებ და განსაზღვრავს  ადამიანის აქტივობას ხელოვნური გარემოს შექმნაში; 
·           განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
·           თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.


ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის საინ-ფორმაციო ხასიათის ილუს-ტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლო-პედიიდან,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხური-ანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);

ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს;


ქართ. III. 14. მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, შესაბამისი პირობითი ნიშნებით ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;



ს.გ.III.9.   მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ  და სხვის ნამუშევარსა და აზრს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           არ ხმაურობს თანაკლასელის ნამუშევრის წარდგინების დროს;
·           აცდის სხვას საუბარს;
·           მხარს უჭერს, ამხნევებს თანაკლასელებს, და კეთილგანწყობილია მათ მიმართ;
·           უფრთხილდება საკუთარ და სხვის ნამუშევარს.

ს.გ.III.13 . მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების            ნიმუშებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების ძეგლებზე; 
·           მსჯელობს ხელოვან ადამიანებზე და ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებითაც ცნობილია მისი უბანი, სოფელი, დაბა, ქალაქი, რაიონი.



21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
ციფრული წიგნიერება
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.



სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;

ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.



პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
    
       ამ პროექტის მიზანია პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლემ უკეთ შეისწავლოს საქართველოს კუთხეები, მისი ტრადიციები, ადათ-წესები, კულტურა, მითები და ლეგენდები. ამ ყველაფერზე მუშაობა კი განუვითარებს შემდეგ უნარ-ჩვევებს: კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, დამოუკიდებლობის და თვითმართვის.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რით ვიამაყებთ?


თემატური კითხვები
·         ვისი გორისა ხარ?
·         საიდან მოვდივართ?
შინაარსობრივი კითხვები


·         საქართველოს რომელი კუთხეები იცით?
·         რა იცით თქვენი კუთხის შესახებ, რომელ ქალაქს, მდინარეს, ტბას, ისტორიულ ძეგლს შეხვდებით ამ კუთხეებში?
·         თითოეული კუთხე როგორი ფლორითა და ფაუნით ხასიათდება?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
·    წინარე ცოდნის და საბაზისო უნარ-ჩვევების შემოწმება;

·    ვ-მ-ვ ცხრილი;
·          შეკითხვების დასმა.

პროექტის მსვლელობისას

·    ინფორმაციის მოძიება;
·    საცნობარო ბროშურის ბუკლეტის დამზადება;
·    მოსწავლეთა შეფასება;
·    მოსწავლეთა ურთიერთშეფასება;
·    სლაიდისს პრეზენტაცია;
·    ჯგუფის წევრების თვითშეფასება.


·    ინფორმაციის მძიების შეფასების რუბრიკა;
·    ბროშურის  კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა;
·    მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა;
·         სლაიდის პრეზენტაციის შფასების რუბრიკა.
·    ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა;

პროექტის დასრულების შემდეგ
·    პრეზენტაცია
·    ანალიზი


·    პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
·    ვენის დიაგრამა
·         ვ-მ-ვ ცხრილი.
შეფასების მოკლე მონახაზი
   
    მოსწავლეებს დავუსვამ  შეკითხვებს  მოსწავლეების საჭიროებების და საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. მოსწავლეები შეადგენენ ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილს, მუშაობის შუალედურ ეტაპზე, დავუბრუნდები ვ-მ-ვ ცხრილს არსებულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.  კვლევის რუბრიკა მოსწავლეებს და მეც  დამეხმარება მონაცემების შეგროვების, ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევების მონიტორინგში. მოცემულ უნარ-ჩვევებს ჯგუფის წევრები ბროშურის შემუშავების პროცესში გამოიყენებენ.  ბროშურებზე მუშაობისას, მოსწავლეები გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს და რუბრიკის ფორმას პროცესის მართებულად წარმართვის. ამასთანავე, ბროშურის კრიტერიუმების ჩამონათვალს და რუბრიკას გამოვიყენებ  ბროშურის შესაფასებლად.

    სასწავლო ცხრილების პერიოდულად შემოწმება  დამეხმარება მოსწავლეების მიერ შესწავლილი საკითხების შემეცნების დონის და სირთულეების განსაზღვრაში, სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირების მიზნით.  მოსწავლეები პრეზენტაციების დაგეგმვის პროცესში გამოიყენებენ პრეზენტაციის საკითხების ჩამონათვალს და რუბრიკის ფორმას, პრაქტიკული მუშაობის და მიღებული შედეგის თვითშეფასების მიზნით. მე კი, ვაწარმოებ ინდივიდუალურ შეფასებას მოცემული ფორმების დახმარებით. პრეზენტაციის წარმოდგენა მოსწავლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შემაჯამებელ აქტივობას წარმოადგენს. ბროშურის და პრეზენტაციის რუბრიკები მოიცავს ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების ინდიკატორებს. პროექტზე მუშაობა დასრულდება  წიგნ(ებ)ისა და კედლის გაზეთების შექმნით, რომელიც მოსწავლეების მიერ დაუფლებული ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას ემსახურება. ბოლოს კი მოსწავლეები უპასუხებენ საანალიზო შეკითხვებს.


სხვა საკითხები
წინარეცოდნა
      პროექტის განხორციელებამდე  ბავშვებმა იციან ზოგადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, იციან რომელი  კუთხის წარმომადგენლები არიან და ფლობენ ზოგად ინფორმაციას  ამ კუთხეების შესახებ.
     მოსწავლეებს შეუძლით ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება და დახარისხება,  ფლობდენ სიტყვის მარაგს. შეუძლოთ გარემოზე დაკვირვება, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გარჩევა და თანამშრომლობის უნარი.
სასწავლო პროცედურები
ნაბიჯი 1: პროექტის გაცნობა
      შეკითხვების დასმის გზით განვსაზღვრავ მოსწავლეების საბაზისო ცოდნას, განვიხილავ ზოგად შეკითხვას: რით ვიამაყებ?  შეკითხვებზე პასუხების საფუძველზე შევადგენეთ ვ-მ-ვ ცხრილს მთელი ჯგუფისთვის და ვთხოვე მოსწავლეებს ჩაინიშნონ სამუშაო რვეულებში. განვიხილავ და გავეცნობი, რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები იმ კუთხის შესახებ საიდანაც არიან. ფლიპჩარტზე ჩავინიშნავ მოსწავლეებისთვის ნაცნობ ინფორმაციას, ხოლო მოსწავლეები საკუთრ სამუშაო რვეულებში გააკეთებენ ანალოგიურ შენიშვნებს. შემდეგ განიხილავ, რა სურთ მოსწავლეებმა შეისწავლონ მოცემულ თემატურ საკითხებზე და ჩავწერთ  (მინდა ვიცოდე) გრაფაში.

     ვასწავლი, როგორ მოიძიონ ფაქტები Google*-ის, ან სხვა საძიებო ვებ-გვერდების გამოყენებით.  მივუთითებ, მოიძიონ ყველაზე ახალი ინფორმაცია (ანუ ყურადღება გაამახვილონ ვებგვერდის ტექსტურ მინიშნებაზე „საბოლოო განახლების თარიღია“ და შეამოწმონ მიღებული ინფორმაცია, რამდენიმე სხვდასხვა წყაროს გამოყენებით. დავყოფ კლასს 3-4 მოსწავლისგან შემდგარ შერეულ ჯგუფებად.
განვიხილავ ლექსიკური ერთეულებს და ცნებებს (მაგალითად, სოფლის მეურნეობა,  ძეგლები, მოქალაქე, კლიმატი,  ეკონომიკა, ისტორია, იმიგრაცია, დასაქმება,  წარმოება, მოსახლეობა, დასვენება და ტურიზმი). მოსწავლეებს ვთხოვე დაწერონ განსაზღვრებები და გამოიყენონ ტერმინები სხვადასხვა კონტექსტში. საწყის ეტაპზე ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კვლევის ეტაპის წარმატებას განაპირობებს.

ნაბიჯი 2: ინფორმაციის დახარისხება:

      ინფორმაციის მიღების შემდეგ, დავახარისხებთ მიღებულ მასალას, შევისწავლით მასალებს მოსწავლეებთან ერთად და წარვუდგენე ჩანიშვნების გაკეთების დემონსტრირებას შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებით. ეს დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხების განსაზღვრაში, რომელიც პროექტის დაწყებისას გავაცანი:  ვისი გორისა ხარ? საიდან მოვდივართ? რა იცით თქვენი კუთხის შესახებ? რომელ  ქალაქს, მდინარეს, ტბას, ისტორიულ ძეგლს შეხვდებით ამ კუთხეში? ისაუბრეთ თქვენი კუთხისთვის დამახასიათებელ ტრადიციებზე. ბოლოს კი შევავსებ ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკას, სადაც შევაფასებ თითოეულ მოსწავლეს.

დავავალებ, მოამზადონ კედლის გაზეთები ინდივიდუალურად საკუთარ კუთხეებზე.


ნაბიჯი 3: ბროშურის მომზადება:

მოსწავლეებს შევაქმნევინებ საინფორმაციო ბროშურებს მოცემული კუთხეების წარმოსაჩენად.
ჯგუფის წინაშე გავაკეთებ ბროშურის შექმნის დემონსტრირებას, მოსწავლეების მიერ შევსებული საინფორმაციო/ფაქტების ცხრილიდან მონაცემების გადატანის, აგრეთვე, ისტორიის, კულტურის, ღირშესანიშნაობების, ეკონომიკის,  ინფორმაციის შეტანის გზით. დავურთავ რუკას, სურათს, სლოგანს და მივუთითებ ინფორმაციის წყაროს. გავიმეორებ ზემოაღწერილ საფეხურებს   ბროშურის ნიმუშის მსგავსი ვარიანტის შესაქმნელად. დავავალებ ჯგუფებს, მცირე ჯგუფებში იმუშაონ ბროშურებზე და იხელმძღვანელონ ბროშურის საკითხების ჩამონათვალით და რუბრიკით, სამუშაოს ორგანიზების, ხარისხის და თანამშრომლობითი მიდგომის უზრუნველსაყოფად.  ბოლოს კი ვთხოვ მოსწავლეებს გააკეთონ ბროშურების პრეზენტაცია. ბოლოს კი მოვახდენთ რეფლექსიას შეფასების რუბრიკით.

ნაბიჯი 4:  სლაიდის დამზადება:

      მოსწავლეებს შევაქმნევინებ საინფორმაციო სლაიდს მოცემული კუთხეების წარმოსაჩენად.
ჯგუფის წინაშე გავაკეთებ სლაიდის შექმნის დემონსტრირებას,  შმდეგ კი ვთხოვ მოსწავლეებს თვითონ დაამზადონ სლაიდი.  ბოლოს კი  მოსწავლეები გააკეთებენ სლაიდის პრეზენტაციას და მოვახდენთ რეფლექსიას შეფასების რუბრიკით.



ნაბიჯი 5: ერთობლივი წიგნის ‘’საქართველოს კუთხეები’’ დამზადება:

      მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას შევაგროვებთ, დავახარისხებთ და ავკინძავთ საქართველოს კუთხეებს მიხედვით, დავურთავთ სურათებს და ბოლოს  გავაფორმებთ ყდას.


ნაბიჯი 6: შეჯამება:

     გავმართავთ დისკუსიას, პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების შესახებ. დავუბრუნდით შეკითხვებს:

რით ვიამაყებთ? ვისი გორისანი ვართ? საიდან მოვდივართ?
პროექტის დასასრულს, განვიხილავთ საწყის ეტაპზე შედგენილი ვ-მ-ვ ცხრილს და შევავსეებთ ამ ცხრილის ბოლო სვეტს ( ვისწავლე).
ბოლოს უპასუხებენ შეკითხვებს:
·         როგორი იყო პროექტზე მუშაობის პროცესი?
·         რა იყო სირთულე ამ პროექტზე მუშაობისას?
·         ყველაზე მეტად მუშაობის რომელი ეტპი მოგეწონათ და რატომ?
  • რას შეცვლიდით, ერთი აქტივობის გამეორების შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
·         რა მოგცათ ამ პროექტმა?

ნაბიჯი 7: პროექტის საჯარო პრეზენტაცია:

      ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მოსწავლეები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერებითა და ცეკვებით.





დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
·         გამოიყენეთ ჯგუფური მუშაობის ტექნიკა;
·         უზრუნველყავით მოსწავლეები სხვადასხვა ნაწერითა და ზეპირი ინსტრუქციებით;
·         იმუშავეთ მშობელთან, ან  მასწავლებლის თანაშემწესთან დამატებითი დახმარებისთვის;
·         გამოიყენეთ მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
გამოიყენეთ დადებითი უკუკავშირი თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს.
ნიჭიერი მოსწავლეები
·         სთხოვეთ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
·         სთხოვეთ დაეხმაროს სუსტ თანაგუნდელს;
·         მიეცით დავალება გააკეთოს სლაიდ-შოუ საქართველოს რომელიმე კუთხის პოპულარიზაციის მიზნით;
·         დაავალეთ შეაჯამოს გუნდის მუშაობის პროცესი;
·         მიეცით დავალება გააკეთოს ჯგუფებში შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
სასწავლო გეგმის გზამკვლევი
ინვენტარი/მასალები
კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და საკრავი ინსტრუმენტები.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

No comments:

Post a Comment