გაკვეთილის გეგმა
სკოლა მე-60
კლასი I
საკონტაქტო ინფორმაცია: ნათია კორკოტაშვილი
თარიღი 18.12.2013
გაკვეთილის მთავარი თემა
|
რაოდენობის გაზრდა
ან შემცირება
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27 ბავშვი
|
მასწავლებლის
სახელი და გვარი
|
ნათია
კორკოტაშვილი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს უნდა შეეძლოს რიცხვის მიმატების შედეგის აღწერა სიტყვით-გაიზარდა,
რიცხვის გამოკლების აღწერა სიტყვით-შემცირდა.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ.
I.3. მოსწავლეს შეუძლია რიცხვის მიმატების შედეგის აღწერა სიტყვით-გაიზარდა,
რიცხვის გამოკლების აღწერა სიტყვით-შემცირდა.
ისტ-ი I.5. მოსწავლეს შეუძლია ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
·
შეკრება-გამოკლების
მოქმედებების ცოდნა;
·
რიცხვთა
შედარება;
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი კომენტარი და შექება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
·
ბუკი;
·
წიგნი (გოგიშვილი, მებონია)
·
·
დაფა და
ცარცი;
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა: (5წთ)
პროვოცირებისათვის გაკვეთილს ვიწყებ
ზეპირი ანგარიშთ.
Bფაზა: (20წთ)
ამის
შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს დაითვალონ 1-დან 8-მდე წინ და უკან ჯერ ერთის ბიჯით, შემდეგ 2 ის ბიჯით. ამის
შემდეგ გადავდივარ დაფაზე მომზადებულ დავალებაზე.
მაგ:
კალათაში 8 სოკო იყო. ნინომ კიდევ ერთი დაამატა.
·
ახლა რამდენი სოკოა?
·
რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა?
·
რამდენით გაიზარდა 8?
·
რამდენითაა რიცხვი 9 მეტი 8-ზე?
შემდეგ
ვაკეთებთ წიგნში გვ.74-ზე მოცემულ N2
სავარჯიშოს.
ვმუშაობთ
ისევ დაფაზე: კალათაში იყო 9 ყვავილი. ნუცამ 2 მოაკლო.
·
რამდენი გახდა?
·
რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა და რამდენით?
იყო
5 კალათბურთელი, ერთი წავიდა.
·
რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა?
·
რამდენით შემცირდა?
ამის შემდეგ ვიწყებთ რიცხვების შედარებას და
ვსწავლობთ წესს: ‘’რომ გავიგოთ ერთი
რიცხვი მეორე რიცხვზე რამდენით მეტია ან ნაკლებია, დიდ რიცხვს უნდა გამოვაკლოთ
პატარა რიცხვი’’
C ფაზა: (10წთ)
ბუკში
ვუგზავნი სავარჯიშო 1-ს და სავარჯიშო 2-ს და ასრულებენ დამოუკიდებლად.
|
შეფასება
|
ვაფასებ
რამოდენიმე მოსწავლეს აქტიურობის მიხედვით.
|
დავალება
|
წიგნში
გვ.74-75 და სამუშაო რვეულში გვ19. მთლიანად.
|
No comments:
Post a Comment